რუსთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი კლინიკიდან გაწერეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ინფორმაციისთვის, შემთხვევა ფიროსმანის ქუჩაზე, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ფეხითმოსიარულეს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ავტომობილის მძღოლი კი შეუძლოდ გახდა და ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.TV4-ის ინფორმაციით, ის კლინიკიდან უკვე გაწერეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.