რუსთავში Rider.ge-ს ველომაღაზია გაძარცვეს

რუსთავში Rider.ge-ს ველომაღაზია გაძარცვეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

შსს-მ ქურდოფის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავა.

Rider.ge-ის ინფორმაციით, ველოსიპედებთან ერთად ტელევიზორი და კომპიუტერიც წაიღეს.

“გაგვძარცვეს და დააცარიელეს რაიდერის მაღაზია ჩვენ ვცდილობთ გავიზარდოთ და უფრო სასარგებლოები ვიყოთ, ვმუშაობთ პროექტებზე და თავს არ ვზოგავთ მაგრამ ბოროტი ადამაინები არ გვანებებენ თავს. ტელევიზორი და სამუშაო კომპიუტერიც კი წაიღეს”-აღნიშნულია Rider.ge-ის ოფიციალურ გვერდზე.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.