კოსტავას გამზირზე მდგარი “რუსთაველი ბიჭუნა” სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ინიციატივით სარეაბილიტაციოდ გადაიტანეს. ცენტრის ხელმძღვანელის, დავით შანიძის თქმით “რუსთაველი ბიჭუნა” კუთვნილ ადგილს მომავალ კვირაში დაუბრუნდება.
აღსანიშნავია, რომ ქანდაკება ხშირად გამხდარა ვანდალიზმის მსხვერპლი, “ბიჭუნას” რამდენჯერმე ფეხები და კოჭები დაუზიანეს, ბოლო შემთხვევაში დაზიანებები ცილინდრზე იყო მიყენებული და ქანდაკება გადახრილ მდგომარეობაში იდგა.