სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ

რუსთავის ე.წ სტამბოლის ბაზრის მოვაჭრეებმა საპროტესტო აქციას გამართეს. თვითდასაქმებულებმა მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც დღეიდან ბაზრობები, სხვა სავაჭრო ობიექტებისგან განსხვავებით მუშაობას ვერ განაახლებენ.

სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული მოვაჭრე შეიკრიბა და მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტა. მათი თქმით, ისინი ახალი წლის წინა დღეებში შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დარჩნენ და ზამთრის ტანსაცმლის რეალიზებას მომავალ წლამდე ვეღარ შეძლებენ.

როგორც მოვაჭრეები Tv4-თან აცხადებენ, მათ უმრავლესობას საბანკო ვალდებულებები აქვს, ნაწილს კი ამ დრომდე სახელმწიფსოგან ერთჯერადი სამას ლარიანი დახმარებაც არ მიუღია. ადგილობრივი მოვაჭრეები აქციებს აანონსებენ და ამბობენ,რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი უკიდურეს ზომებს მიმართავენ და ქალაქის შემოსასვლელს გადაკეტავენ..