უფასო კონსულტაცია კოვიდპაციენტებისთვის

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს უფასო ონლაინ კონსულტაციას სთავაზობს. მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს  შეუძლიათ მიწერონ მათ ვებგვერდს და წერილობით პასუხს მიიღებენ ექიმებისგან. საჭიროების შემთხვევაში პაციენტთან სატელეფონო კომუნიკაციაც მოხდება.

“ეს იქნება ძალიან მარტივი და მოხერხებული ონლაინსერვისი, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ვებგვერდზე შეეძლება აკრიფოს მოკლე შეკითხვა, ეს გადამისამართდება შესაბამის სპეციალისტთან, რომელიც წერილობით ან ტელეფონით, როგორც საჭიროდ ჩათვლის გასცემს პასუხს ამ შეკითხვას,”- აცხადებს საქართველოს ექიმთა ასოციაციის წევრი არჩილ ჩხოტუა.

როგორც ცნობილი ხდება, საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულია ჯანდაცვის სამინისტრო.