სასტუმროს რესტორნები მხოლოდ 21:00 საათამდე იმუშავებენ

სასტუმროს რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ საღამოს 9 საათამდე. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

“სასტუმროები მასიურად გვთავაზობენ საახალწლო ღამეს, თუნდაც სადღესასწაულო სუფრების გამართვას, შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ საღამოს 9 საათამდე, ხოლო 21 საათის შემდეგ დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი”, — ამბობს მაია ცქიტიშვილი.