სასურსათო პაკეტების გაცემის მეორე ეტაპი ბაღებში

რუსთავის ბაღებში სასურსათო პაკეტების გაცემის მეორე ეტაპისთვის პროდუქტების შემოტანა დაიწყო. საკითხთან დაკავშირებით, Tv4 რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორს, ეკატერინე ხუციშვილს ესაუბრა.

მისი თქმით, პროდუქტის გაცემა 24 დეკემბრიდან დაიწყება, სასურსათო პროდუქტს  ყველა ჩარიცხული აღსაზრდელი მიიღებს.

თითოეული აღსაზრდელზე გათვლილი პაკეტი ხილ-ბოსტნეულს, შაქარს, კვერცხს, ხორცისა და რძის პროდუქტებს მოიცავს.

საკვები პროდუქტებისთვის ბიუჯეტიდან 205 000 ლარია გამოყოფილი და მათი დარიგება ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეგულაციის დაცვით მოხდება.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 9 ნოემბრიდანაა შეწყვეტილი.