სასურსათო პაკეტები სოციალურად დაუცველი 200 ოჯახისთვის ქვემო ქართლში

ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტომ მუნიციპალიტეტებს, კერძო სექტორის მხარდაჭერით, სოციალურად დაუცველი 200 ოჯახისთვის, სასურსათო პაკეტები გადასცა.

ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტებისა და რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენებს პანდემიის პერიოდში, მოსახლეობის დახმარების პროცესში, გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გლობალური გამოწვევის პერიოდში, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.

სასურსათო პაკეტებს ქვემო ქართლის ოთხ მუნიციპალიტეტში – რუსთავში, გარდაბანში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში მცხოვრები მოწყვლადი კატეგორიის ოჯახები წინასაახალწლოდ მიიღებენ.