საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ საქართველოს თასის მფლობელია. გამარჯვება გუნდმა ისტორიაში მეორედ მოახერხა. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში, საპატიო პრიზისთვის პირველად იბრძოდნენ მხოლოდ რანგით მეორე ლიგის წარმომადგენლები.
ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართა. პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა, მაგრამ ტემპი დაბალი იყო და გუნდებმა რეალური საგოლე მომენტი ვერც შექმნეს, შესვენებაზე კი უგოლოდ გავიდნენ.
მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე, „გაგრას“ თავდამსხმელი თამაზ მაქაცარია მეტოქის კარისკენ დაიძრა, როდესაც წყალტუბოელთა კაპიტანმა თედო კიკაბიძემ ხელი ჰკრა და მთავარმა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა პირდაპირ წითელი ბარათი აუფრიალა.
მსაჯის მოქმედებამ იმერული გუნდის წარმომადგენლები კიდევ უფრო გააბრაზა, 58-ე წუთძე საჯარიმოში შეჭრილ და მცველთა ბრძოლაში წაქცეულ სერგო კუხიანიძეს ყვითელი ბარათი სიმულაციისთვის რომ აჩვენა.