საქართველოს საზღვრიდან 52 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 52 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისძვრა თბილისის დროით 15:34 საათზე, რუსეთში, ჩეჩნეთთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 52 კმ-ში მოხდა. მისი სიმძლავრე 4.8 მაგნიტუდას (ML) შეადგენდა.