პანდემიის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
“შეიძლება კორონვირუსის გადატანის შემდეგ ანტისხეულები გამომუშავდეს და ისინი არ იყვნენ საკმარისი დამცველი პოტენციალით აღჭურვილი. ისევე, როგორც ზოგიერთ კოვიდ გადატანილს დღეს უვითარდება მეტნაკლებად ძლიერი იმუნიტეტი და ზოგს არა.
იყო ასეთი რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც არ ჰქონდათ ანტისხეულები და შეიძლება მეორედ დაემართოთ კოვიდი. დაემართა უკვე რამოდენიმე ჩვენ ყოფილ პაციენტს. ჩვენთან დაახლოებით დადასტურებული სამი შემთხვევაა”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.