სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფების „სიკეთე გადამდებია“ და „შენთან ვარ“ კოლაბორაციით რუსთავში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
სოციალური კამპანია ოჯახების საყოფაცხოვრებო ნივთებითა და პროდუქტებით მომარაგებას ისახავდა მიზნად. აქტივისტებმა შემოწირულობებით შეძენილი ნივთები დააჯგუფეს და ,სპეციალური საჭიროებების მიხედვით, ოჯახებს გადაუნაწილეს.
აქტივისტები სოციალური კამპანიის გაგრძელებას აპირებენ.