ბოლო დღეების განმავლობაში საცალო ქსელებში საწვავი საშუალოდ 5 თეთრით გაძვირდა. ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე მაღალი ფასით შესყიდული იმპორტია. გარდა ამისა, საწვავის ფასის ფორმირებაზე გავლენა იქონია დოლარის მიმართ ლარის გაცვლითმა კურსმაც, რადგან ნავთობიმპორტიორები შესყიდვებს ძირითადად დოლარში ახორციელებენ.
თვის დასაწყისიდან დღემდე “პლატცის” მიხედვით საერთაშორიო ბაზარზე ბენზინის ღირებულება – 90 დოლარით, დიზელის კი 100 დოლარით გაიზარდა.
კერძოდ, თუ 1 ნოემბერს 1 ტონა ბენზინის ღირებულება 340 დოლარს შეადგენდა, 15 დეკემბრის მდგომარეობით, მისი ფასი 429.5 დოლარის ნიშნულზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება დიზელის ღირებულებას, 1 ნოემბერს ერთი ტონა დიზელი 305.75 დოლარი ღირდა, 15 დეკემბრის მდგომარეობით კი მისი ფასი 406.5 დოლარია.
შეგახსნებთ, ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სადგურებზე საწვავი ნოემბრის ბოლოსაც გაძვირდა და ფასები 7-10 თეთრის ფარგლებში დაკორექტირდა.