საწოლფონდის რესურსი ქვემო ქართლის კლინიკებში-რა იგეგმება?

ქვემო ქართლის რეგიონში საწოლფონდი ფართოვდება. ამის შესახებ TV4-ს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულმა კოორდინატორმა, თეა ბაკაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, დღეიდან “ჯეო ჰოსპიტალსის” მარნეულის ფილიალს 40 საწოლი დაემატება. 1-ელი იანვრიდან იგეგმება რუსთავის “მარდალეიშვილის” კლინიკის საწოლფონდის 100 საწოლით გაზრდა.

ცნობისთვის, ქვემო ქართლში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს სულ 8 კლინიკა ემსახურება.  ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდ-საწოლფონდი ჯამში 600 საწოლის მოიცავს, აქედან 100 რეანიმაციული, 500 კი თერაპიული მკურნალობისთვისაა განკუთვნილი.