სოციალური პროგრამების დაფინანსებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში თანხები იზრდება

 რუსთავის მერიის სოციალური პროგრამების დაფინანსებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში თანხები იზრდება. 2021 წელს გაგრძელდება ყველა პროგრამა, რომელსაც 2020 წელს მუნიციპალიტეტი აფინანსებდა.

მუნიციპალური სოციალური დახმარების ფარგლებში 30-მდე პროგრამა მოქმედებს.  ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოციალური დახმარების პროგრამებზე გამოყოფილმა თანხამ ჯამში 3 მილიონ 790 00 ლარი შეადგინა.

როგორც რუსთავის მერმა,ირაკლი ტაბაღუამ TV4-ს განუცხადა, გარდა სოციალური პროგრამებისა კოვიდპანდემიის გამო, მოქალაქეების დასახმარებლად ბიუჯეტიდან  მილიონ ლარამდე მობილიზდა.