სროლა იყო მარნეულის ცენტრში, დაჭრილია ორი მამაკაცი. როგორც ცნობილი ხდება დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როცა დაზარალებულები ერთ-ერთ ოჯახში სამძმრიდან სახლში ბრუდებოდენ.
ორივე დაჭრილი მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ცნობით,ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
“ორი ახალგაზრდა მამაკაცი არის შემოყვანილი, ორივეს აქვს ქვემო კიდურების დაზიანება, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით, ამას ექსპერტიზა დაადგენს. ორივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ერთია საოპერაციოში, მეორეს კატასტროფის ბრიგადა სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანს. სასიცოცხლო ფუნქციები შენარჩუნებულია, ამ ეტაპზე სტაბილურია.”-აცხადებენ კლინიკაში.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით, 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და 118-ე განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზინების მუხლით დაიწყო.