რუსთავში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 130-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კერძოდ, N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში დღის განმავლობაში სწრაფი ტესტით 159 ადამიანი გამოიკვლიეს, საიდანაც ვირუსი 57-ს დაუდასტურდა. N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დღის განმავლობაში სწრაფი ტესტი 197 პირს ჩაუტარდა, ვირუსი დაუდასტურდა 71-ს. ხოლო “პი-სი-არ” ტესტზე ხუთი პირის ტესტის პასუხია დადებითი.
კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, კლინიკა “რუსთავში” კი – 3.
რაც შეეხება რეგიონს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თეთრიწყაროს სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით ოცი საეჭვო სიმტპომების მქონე პაციენტი გამოიკვლიეს, რომელთაგან ვირუსი ხუთს დაუდასტურდა. ამის შესახებ TV4-ს კლინიკაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ინფიცირებული პირები ადგილობრივები არიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
პაციენტების ასაკი 60 წელს ზევით მერყეობს. რაც შეეხება რეგიონის სტატისტიკას, ქვეყანაში დადასტურებული 4 146 ახალი შემთხვევიდან, 281 პირს ვირუსი ქვემო ქართლში დაუდასტურდა.









