სწრაფი ტესტის პასუხები რუსთავში-ახალი შემთხვევები

რუსთავის დიაგნოსტიკურ ცენტრებში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა. როგორც N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში TV4-ს განუცხადეს, ბოლო 24 საათში სამედიცინო დაწესებულებაში 75 პირი სწრაფი ტესტით გამოიკვლიეს. ვირუსზე 30 პირის ტესტის პასუხი დადებითია.

N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში, დღე-ღამის განმავლობაში სულ 58 ადამიანი გამოკვლიეს, კორონავირუსი სწრაფი ტესტით 21-ს დაუდასტურდა.

რაც შეეხება ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონას, ვირუსი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.