ტიკარაძე რუსთაველი მამაკაცის გარდაცვალებაზე: მდგომარეობა მძიმე იყო

ეკატერინე ტიკარაძე 29 წლის, კოვიდინფიცირებული რუსთაველი მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დროს საკმაოდ მძიმე იყო. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

​მინისტრის თქმით,  ასაკობრივ სპექტრთან მიმართებაში სტატისტიკას ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან.

„ასაკობრივ სპექტრთან მიმართებაში სტატისტიკა არის და მასზე ყოველდღიურ რეჟიმში დაკვირვება მიმდინარეობს. 80 წელზე ზევით მოქალაქეების გვაქვს 5-პროცენტიანი ლეტალობის მაჩვენებელი, 70-80 წლამდე ეს მაჩვენებელი 2, 5-პროცენტია. ახალგაზრდების სტატისტიკის მაჩვენებელი არის 0,5-0,7, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველი ლეტალობის შემთხვევა ძალიან მტკივნეულია. დღევანდელი 2 შემთხვევიდან, ერთ შემთხვევაზე უკვე მაქვს ინფორმაცია, რომელიც 29 მოქალაქეს ეხება. ეს ადამიანი 5 დეკემბერს შევიდა სტაციონარში, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ სტაციონარში მოთავსების მომენტში მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. 8 დღის განმავლობაში ექიმები პაციენტის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, სასიკეთო შედეგით ეს ვერ დამთავრდა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.