ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსზე ყოველდღიურად 20 000-მდე ტესტი გაკეთდება.
მისი თქმით, მასობრივი ტესტირება საწოლ-ფონდის დროულ მობილიზებაში დაგვეხმარება.
„მასობრივი ტესტირება, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ მაქსიმალური გამოვლენა. ეს კი გვეხმარება საწოლ-ფონდის დროულ მობილიზებაში. ვგეგმავთ, რომ შემდეგი დღეების მანძილზე გვექნება 20 000-მდე ტესტის შესრულების საშუალება, გვეცოდინება ზუსტი სურათი- რა არის ქვეყნის მასშტაბით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი, რაც ასევე საშუალებას მოგვცემს, შემდეგი დღეების განმავლობაში დავგეგმოთ თუ რა დამატებითი შეზღუდვებია ქვეყანაში საჭირო, უფრო უკეთესად დავგეგმოთ შემდეგი ნაბიჯები, თუნდაც ეკონომიკური განვითარების და ასევე შეზღუდვების მოხსნის მიმართულებით“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.