ტიკარაძე: ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი და ძალადობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჟრნალისტების მხირდან მის ოჯახზე წნეხი და ზეწოლა ხორციელდება.

“მაშინ, როცა ქვეყანაში ასეთი ვითარებაა, ჩემს ოჯახზე ხორციელდება გარკვეული წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალსიტების მხრიდან, რასაც ვთვლი, რომ არასწორია. ვიაზრებ, რომ ვარ საჯარო პირი და ჩემ მიმართ დასმული ნებისმიერი კითხვა უნდა იქნეს პასუხგაცემული, მაგრამ როცა ეს ეხება ჩემს შვილებს, ეს არის დასაგმობი და დაუშვებელი. დღესაც მიმდინარეობს ჩემს ოჯახზე ზეწოლა. საკმაოდ რთული პერიოდი მაქვს, გარდაცვლილია ოჯახის წევრი, არ ერიდებიან ჟტნალისტები და აგრძელებენ მორალურ ზეწოლას. არ ვეხმაურები არცერთ სიუჟეტს, რადგან პატივს ვცემ ჟურნაკლისტების სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ ის, რაც დღესდღეობით მიდმინარეობს, დასაგმობია”, — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.