ტიკარაძე: ჯანდაცვაში 1 საათითაც არ შემწყდარა მუშაობა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სახელმწიფოს კორონავირუსთან ბრძოლაში დრო არ დაუკარგავს, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრო ყოველდღიურად მუშაობდა, რათა გამოწვევებისთვის მზად ყოფილიყო.

“დრო ნამდვილად არ დაგვიკარგავს. ვინაიდან, ჯანდაცვის სამინისტროში ერთი დღითაც და ერთი საათითაც არ შემწყდარა მუშაობა იმისათვის, რომ დღევანდელი დღისთვის მოვმზადებულიყავით. ასევე, დღესაც ვაგრძელებთ მომზადებას იმისათვის, რომ ხვალ და ზეგ ყველა გამოწვევას ვუპასუხოთ”, – აცხადებს ტიკარაძე.