“უჯმალენდის” სოციალური კამპანია გაჭირვებული ოჯახებისთვის

ბავშვთა გასართობმა ცენტრმა “უჯმალენდი” სოციალურ კამპანია დაიწყო. ცენტრი წინასაახალწლო დღეებში რუსთავში მცხოვრებ სოციალურად გაჭირვებულ იმ ოჯახებს ეხმარება, რომლებშიც მოზარდები ცხოვრობენ.

დღეს უჯმას ანიმატორებმა მე-6 მიკრორაიონში მცხოვრებ 7 ოჯახს ტკბილეული, სათამაშოები და პიროტექნიკა გადასცეს.

სოციალური დახმარების გარდა, კამპანიის მთავარი მიზანი ადამიანებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაა.

“უჯმალენდი” აგრძელებს საყოფაცხოვრებო პროდუქტების მობილიზებას და გეგმავს შობის დღესასწაულზე კამპანია  სხვადასხვა ასაკობრივ და სოციალურ ჯგუფებზე გაავრცელოს.