სოფელ ქვემო ბოლნისში 1350 მეტ მეტრ სიგრძეზე თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი ბეტონის გზა დაიგო და მოწესრიგდა სანიაღვრე არხები.
პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა სრულმა ღირებულებამ 643 ,488 ლარი შეადგინა.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნების დაკმაყოფილება ყოველთვის პრიორიტეტულია. ქვემო ბოლნისში, პანდემიის მიუხედავად, ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები განვახორციელეთ.მოსახლეობას ახლა უკვე კომფორტულ გზაზე მოუწევს გადაადგილება.საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას მომავალში კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ“, – აღნიშნულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.