ქობულეთში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნია 35 წლის მამაკაცის ცხედარი. გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.