„შშმ პირთა ცენტრის“ ბენეფიციარებს საახალწლოდ საკვები პროდუქტები გადაეცათ

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთა ცენტრის“ ბენეფიციარებს საახალწლოდ რუსთავის მერიამ საკვები პროდუქტები გადასცა.

ბენეფიციარებს მუსლიმთა სამმართველოს ხელშეწყობით ტკბილეულის პაკეტებიც გადაეცათ.

სასურსათო პაკეტების გადაცემას ქალაქის მერი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის“ დირექტორი  ესწრებოდნენ.

აღნიშნული სასურსათო პაკეტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მერიის ცნობით, პანდემიიდან გამომდინარე ბენეფიციარებს მსგავსი ტიპის პაკეტები წელს მეორედ გადაეცათ.