შეიცვლება თუ არა გაზის ტარიფი ?

„გვქონდა არაერთი კომუნიკაცია „თბილისი ენერჯისთან“ და რამდენადაც ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის რეგულირებადი ტარიფი, ამ ეტაპზე ეს ტარიფი არ გადაიხედება, არ შეიცვლება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, კომერციული გაზის ტარიფი ამ ეტაპზე არ შეიცვლება.

„შეიძლება ბიზნესს ეზრდებოდეს ხარჯები, მაგრამ ამავდროულად მოსახლეობის და ბიზნესების გადახდისუნარიანობაც არის კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ რომ არ არის მარტივი წელი, არის რთული წელიწადი, აქედან გამომდინარე თუკი ნებისმიერი ბიზნესი უფრო მეტად ჩახედავს შიდა რესურსებს, ალბათ შეიძლება, რომ გაითვალისწინოს მომხმარებლის ინტერესები, ამ ეტაპზე ასეც მოხდა“, – განაცხადა თურნავამ.