შვეიცარიამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ფართოდ გამოყენებაზე ნებართვა გასცა

შვეიცარიის მარეგულირებელი ორგანომ  Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ფართოდ გამოყენებაზე ნებართვა გასცა.

უწყების ინფორმაციით, შვეიცარია იქნება პირველი ქვეყანა, სადაც ნებართვა გაიცა ვაქცინის არაგადაუდებელ მოხმარებაზე.

ინფორმაციისთვის, ყველა ნებართვა, რომლებიც აქამდე გაიცა ბრიტანეთში, შემდეგ აშშ-ში და სხვა ქვეყნებში ითვალისწინებდა მის საგანგებო, დროებით მოხმარებას ვირუსთან საბრძოლველად.

შვეიცარიის მარეგულირებელი ორგანოში ამბობენ, რომ დოკუმენტაციის განხილვით გამოჩნდა, რომ ვაქცინა მეორე ინექციიდან ერთ კვირაში, 90%-ზე მეტი ეფექტიანობისაა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში.

ახალმა კორონავირუსმა მსოფლიოს გარშემო 76 მილიონამდე ადამიანი დააავადა და თითქმის 1,7 მილიონი იმსხვერპლა.