რუსთავში რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო შრომის ინსპექციამ სავაჭრო ობიექტი დააჯარიმა. როგორც Tv4-ს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში განუცხადეს, საცალო-საბუთუმო ობიექტი 10 000 ლარით დაჯარიმდა. მათივე ინფორმაციით, რემონიტორინგის შედეგად დარღვევები განმეორდება, ობიექტს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.
ამ დროისთვის საზედამხედველო სტრუქტურების მიერ ქვემო ქართლში ჯამში 27000 ობიექტი შემოწმდა. საქართველოს მასშტაბით კი მონიტორინგი 31 500-ზე მეტ ბიზნესოპერატორს ჩაუტარდა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ბოლო 24 საათში, შემოწმებული 195 ობიექტიდან ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება 119-მა მიიღო.