ჩაბეტონებული ხე-რუსთავში ტროტუარზე ასფალტი დააგეს

რუსთავში, თბილისის ქუჩაზე N8 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტი დააგეს. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე ავრცელებს.

მოქალაქე რუსთავის მერიას მიმართავს და რეაგირებისკენ მოუწოდებს.

“დღეს თბილისის ქუჩაზე #8 სახლის მიმდებარედ ტროტუარზე ასფალტი დააგეს. ეს ძალიან კარგი! მაგრამ ამასთან, გაზონი და ეს ლამაზი ჭადარიც დააასფალტეს, უკეთ რომ ვთქვათ: ასფალტში ჩამარხეს! ვთხოვ რუსთავის მერია / Rustavi City Hall ს გადაარჩინეთ ნარგავები და გაზონები, ქალაქს მწვანე საფარი და ჰაერი სჭირდება.”-წერს ადგილობრივი.

როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, ინფორმაციის მიღებისთანავე, შედგა კომუნიკაცია შემსრულებელ კომპანიასთან და მყისიერად დაიწყო სამუშაოები.

ასევე, ინფორმაციისთვის, მზადდება აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტს მიაწოდონ. ახალი აპლიკაცია უზრუნველყოფს შეტყობინების სწრაფად დამუშავებას და შესაბამის სამსახურზე ოპერატიული რეაგირებისთვის გადაცემას.