საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით „კოვაქს პლატფორმასთან“ მოლაპარაკებები სექტემბრიდან მიმდინარეობს და საქართველოს 16 მილიონი ლარი უკვე გადახდილი აქვს.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თავად მწარმოებლებთანაც.
„ვაქცინაზე მოლაპარაკებები სექტემბრის თვიდან აქტიურად მიმდინარეობს და ჩვენ უკვე გვაქვს გადახდილი16 მილიონი ლარი, რომელიც არის მეოთხედი იმ ღირებულების, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ავცრათ ქვეყნის მოსახლეობის 20 პროცენტი.
„კოვაქს პლატფორმის“ გარდა, ასევე ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები მწარმოებლებთან, რომელიც არის პროცესში, ჯერჯერობით მეტი დეტალის დასახელება შეუძლებელია“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.