ხანძარი რუსთავის შემოსასვლელში

ხანძარი რუსთავის შემოსასვლელში – ცეცხლი სავარაუდოდ საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებს გაუჩნდა.

ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება დროულად შეძლეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.