ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სოფელში 2 წლის ბავშვი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი საკუთარი სახლის ეზოში არსებულ აუზში ჩავარდა და დაიხრჩო.
ამასთან, როგორც ცნობილი ხდება, ოჯახი არ დაელოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას და ბავშვი კლინიკაში საკუთარი ავტომობილით წაიყვანეს.