ხობში 2 წლის ბავშვი აუზში ჩავარდა და დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სოფელში 2 წლის ბავშვი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით,  ბავშვი საკუთარი სახლის ეზოში არსებულ აუზში ჩავარდა და დაიხრჩო.

ამასთან, როგორც ცნობილი ხდება, ოჯახი არ დაელოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას და ბავშვი კლინიკაში საკუთარი ავტომობილით წაიყვანეს.