ჯანდაცვა და პოლიცია ერთიანი ძალებით იბრძვის ამ უხილავი მტრის წინააღმდეგ, ამის შესახებ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ფატი ლოლაძემ განაცხადა.
“ჯანდაცვა და პოლიცია ერთიანი ძალებით იბრძვის ამ უხილავი მტრის წინააღმდეგ. გვჯერა ერთად დავამარცხებთ კოვიდს.
მადლობა შსს მომსახურების სააგენტოს ორგანიზებულობისთვის, თანამშრომლობისთვის, ასეთი ყურადღებისა და დაფასებისთვის.”- წერს ლოლაძე სოციალურ ქსელში.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის ინიციატივითა და თანამშრომლების ჩართულობით, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო პერსონალს მადლობისა და პატივისცემის ნიშნად, მომსახურების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეული გადასცა და ახალი წელი მიულოცა.