12 დეკემბერს რუსთავში წყალმომარაგება შეიზღუდება

12 დეკემბერ რუსთავში წყალმომარაგება შეიზღუდება, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “რუსთავის წყალი” ავრცელებს.

ქ, რუსთავში, გაწყლოვანების წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს 12 დეკემბერს 12:00 საათიდან – 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: გონაშვილის, დოლიძის და ჩოხელის ქუჩებს.

მეგობრობის N 1 მოქალაქის კუთვნილ ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 12:30 საათიდან 19:30 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: მეგობრობის N1.

ლერმონტოვის N 3 მოქალაქის კუთვნილ ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 16:30 საათიდან 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ცხრა ძმა ხერხეულიძის, გორის, გურამიშვილის, ვახუშტის, ვაჟა-ფშაველას გასასვლელებით, თბილისის, იალღუჯის, ლერმონტოვის, მარჯანიშვილის, მეგობრობის N1-დან N27-ის ჩათვლით, შევჩენკოს, ყაზბეგის ჩიხებით და გასასვლელებით, ცურტაველის, თავგორაშვილის, ფალიაშვილის ლუწებს და მაჩაბელის ქუჩებს.