12 წლის მოზარდი ქარელის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს. მოზარდმა მომხდარის შესახებ ოჯახის ერთ-ერთ წევრს აცნობა, რის შემდეგაც გამოძიება დაიწყო.
ამ დროისათვის უკვე გამოკითხულია მასწავლებელი, რომელიც ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
“20 წელია ვმუშაობ, დამოკიდებულება მქონდა ისეთი, როგორც მასწავლებელი ბავშვთან. საქმე 141-ე მუხლით ალბათ იმიტომ აღიძრა, რომ ბავშვს დავუყვირე,”- აცხადებს მასწავლებელი.
სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მათ კანონის შესაბამისად იმოქმედეს და შესაბამის უწყებებს დაუკავშირდნენ.
ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.