13 დეკემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 დეკემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფლებში ფონიჭალა, კრწანისი, ახალი სამგორი.

14 დეკემბერს 11:00-დან 16:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში სიონისუბანი, სართიჭალა, მუღანლო, სამგორი.

14 დეკემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, მამიშლო, საფარლო, ბაზაქლო, ზემო ოროზმანი, ქვემო ოროზმანი, პანტიანი, გუგუთი, დალარი, ვაკე, კამიშლო, ლოქჭანდარი, მთისძირი, ანგრევანი, ზემო ოროზმანი, ლოქჯანდარი და მიმდებარე სოფლებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.