კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევიდან ქვემო ქართლის რეგიონში ვირუსი 168 პირს დაუდასტურდა. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი 571 შემთხვევა დედაქალაქში გამოვლინდა, აჭარაში 212, ხოლო იმერეთში 147.
რაც შეეხება სხვა რეგიონებს:
შიდა ქართლი-48;
გურია-16;
სამეგრელო-ზემო სვანეთი-74;
კახეთი-41;
მცხეთა-მთიანეთი-41;
სამცხე-ჯავახეთი-18;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-1.
როგორც ცნობილი ხდება, კორონავირუსით ინფიცირებული 1 087 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 465 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
დღეს, 14 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 3 498 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 49 კი გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 191 063 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 161 681, გარდაცვლილია – 1 839