14 დეკემბერი | “პი-სი-არ” და სწრაფი ტესტის პასუხები რუსთავში

კორონავირუსის ახალი შემთხვევები რუსთავში- კლინიკა “რუსთავის” კოვიდის მიმღებ ცენტრში “პი-სი-არ” მეთოდით 20-მდე პირი გამოიკვლიეს, ვირუსი ოთხ მათგანს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან ერთი კლინიკის თანამშრომელია.პაციენტების საკვლევი ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში პარასკევს გაგზავნეს და პასუხები გუშინ საღამოს გახდა ცნობილი. კოვიდინფიცირებული პირები მკურნალობას კოვიდცენტრში აგრძელებენ.

ერთი ახალი შემთხვევა ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით,  პაციენტი რუსთაველია და ის ასაკოვანი მამაკაცია.

რაც შეეხება დიაგნოსტიკურ ცენტრებს, N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში 90 პირი გამოიკვლიეს, რომელთაგან ვირუსის წრაფი ტესტით 30-ს დაუდასტურდა.

ასი პირის ტესტის პასუხებს ელოდებიან N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.