15 დეკემბერი | კორონავირუსის ახალი შემთხვევები

საქართველოში კორონავირუსის 3 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 105 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 44 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 194 900 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 164 786 გამოჯანმრთელდა, 1 883 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 969 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 710, ხოლო კოვიდსასტუმროში – 2 734.

ამასთან, 14 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 498 პაციენტი.