კლინიკა “რუსთავის” კოვიდის მიმღებ ცენტრში კორონავირუსზე გამოკვლეული საეჭვო სიმპტომების მქონე სამი პირიდან, ვირუსი ერთს დაუდასტურდა.
ეპიდემიოლოგის, მაია როგავას ინფორმაციით, კლინიკაში კიდევ 16 პირი, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები და ამბულატორიული პაციენტები გამოიკვლიეს, კლინიკის თანამშრომლების ტესტის პასუხი უარყოფითია.
რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში “პი-სი-არ” მეთოდით 22 პირი გამოიკვლიეს, რომელთაგან ვირუსი შვიდს დაუდასტურდა. სწრაფი ტესტი ჩაუტარდა 160-ზე მეტ ადამიანს, შუადღის მონაცემებით 64-ის შემთხვევაში ვირუსზე პასუხი დადებითია.
N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში 100-ზე მეტ პირს ჩაუტარდა სწრაფი ტესტი და ვირუსი 30-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.
ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში, ცენტრში ბოლო ოცდაოთხ საათში ტესტი ერთ პირს ჩაუტარდა და მას ვირუსი არ დაუდასტურდა.