გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 დეკემბერს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დაბა კაზრეთი, ბალიჭი და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კაჩაგანი, აღმამედლო, ტაკალო, ქირაჩ-მუღანლო, ხანჯიგაზლო და მიმდებარე სოფლებში, 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში გამარჯვება, მუხროვანი, ახალსოფელი, მარტყოფი, სააკაძე და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.