18 დეკემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 დეკემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში განთიადი, კიზილქილისა, ჯავახი, მაშავერა, კაკლიანი, ბოსლები, უკანგორა და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ლეჟბადინი, კესალო1, კესალო2, ქურთლიარი, მეორე ქესალო, წითელი ხიდი, ხანჯიგაზლო, კაპანახჩი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.