18 დეკემბერი | “პი-სი-არ” და სწრაფი ტესტის პასუხები რუსთავში

სწრაფი ტესტით გამოკვლეული ხუთი პირიდან ვირუსი სამს დაუდასტურდა კლინიკა “რუსთავის” კოვიდის მიმღებ ცენტრში.

პირველ დიაგნოსტიკურ ცენტრში 106 პირი ასევე სწრაფი ტესტით გამოიკვლიეს, 23-ის პასუხი დადებითია.

რაც შეეხება “პი-სი-არ”-ს დღეს მეთოდით პოლიკლინიკაში ვირუსი ექვს პურს დაუდგინდა. N2 დიაგნოსტიკური ცენტრის მონაცემებით, დღე- ღამეში გამოკვლეული 10 პირიდან “პი-სი-არ” მეთოდით ვირუსი ექვს პირს დაუდგინდა, სწრაფი ტესტით ,შუა დღის მონაცემებით, 59 დაებითი შემთხვევა გამოვლინდა.

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს ცხელების ზონაში სწრაფი ტესტით ბოლო 24 საათში ოცი პირი გამოიკვლიეს და ვირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

უარყოფიათია “პი-სი-არ” ტესტის პასუხებიც, ცხელების ზონაში გამოკვლეული ორი პირიდან, ორივეს პასუხი უარყოფითია.