ბოლო 24 საათში ქვემო ქართლში ინფიცირების 236 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის რუსთავში “პი-სი-არ” და სწრაფი ტესტით ვირუსი 48 პირს დაუდასტურდა. რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში ინფიცირებულია 40 პაციენტი, აქედან “პი-სი-არ” ტესტით ვირუსი ერთს დაუდგინდა, ხოლო დანარჩენი შემთხვევები ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით არის გამოვლენილი. რაც შეეხება N1 დიაგნოსტიკურ ცენტრს , გამოკვლეული 63 ადამიანიდან ვირუსი რვა მათგანს დაუდასტურდა.
ქალაქის ცენტრლურ საავადმყოფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.