2 დეკემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 დეკემბერს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელ დიდ ლილოში, 10:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ტაზამახალა, კიზილაჯლო, ნაგორნაია და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე მარნეულში, 11:00-დან 18:00 საათამდე დმანისის რაიონის სოფლებში კამარლო, დაგარახლო, ქარიანი, იაკუბლო, შახმარლო, იფნარი, ბახჩალარი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კუმისი, თელეთი, ახალწყალი, მუხრან დაჩები, წალასყური და მიმდებარე სოფლებში, 11:50-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ავრანლო, კიზილქილისა, რეხა, ხანდო, აიაზმა, ავრანლო და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ასურეთი, ჯორჯიაშვილი, ბოგვი, წინწყარო, არდისუბანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.