20 დეკემბერი | გარდაცვალების სტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 094 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 812 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 599 პირი.

19 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 316, გარდაიცვალა 53 პაციენტი.