21 დეკემბერი | კორონავირუსის ტესტის პასუხები რუსთავში

საქართველოში 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან, ქვემო ქართლში ვირუსის 67 შემთხვევა დაფიქსირდა.

რუსთავის N2 პოლიკლინიკაში, შუადღის მონაცმებით, 50 პირს ვირუსი სწაფი ტესტით დაუდასტურდა, “პი-სი-არ” მეთოდით გამოკვლეული ათი პირიდან ვირუსი ოთხს დაუდაგინდა.

რაც შეეხება პირველ პოლიკლინიკას, სამედიცინო დაწესებულებაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით 103 პირი გამოიკვლიეს, 31 პირის პასუხი დადებითია.

სწრაფი ტესტით გამოკვლეული 15 პირიდან შვიდს დაუდასტურდა კორონავირუსი მარდალეუშვილის კლინიკაში.

რაც შეეხება საწოლფონდს, რეგიონში  დილის მონაცემებით 47 საწოლია თავისუფალი, ფუქნციონირებს რვა კოვიდკლინიკა.