შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ა.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, მოქალაქეს დანით
მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი
გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.”-ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.









